თბილისი (GBC) - დაკრედიტების ზრდაში სამომხმარებლო სესხების წვლილი ჩამოსცდა 5%-იან ზღვარს, რაც სექტორს ბოლო თვეების განმავლობაში ეჭირა.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, მთლიანი დაკრედიტების წლიური ზრდაა 18.6%Y.Y, სექტემბრის მდგომარეობით, სამომხმარებლოს კონტრიბუცია 4.7%-ია (01.08.2024 – 5.2%Y.Y).

თუმცა ბანკების მთლიან პორტფელში სამომხმარებლოს სესხების წილი კვლავ მზარდია და სექტემბრისთვის 19.24% -ს შეადგენს (L/Y – 18.3%) 

11.099 მლრდ ლარიდან მხოლოდ 1.135მლრდ ლარის ეკვივალენტია უცხოურ ვალუტაში.

საკრედიტო აქტივობის ზრდის შესაკავებლად რეგულაციების საჭიროება აღარ დგას. სებ-ი ზრდის ტემპს მდგრადად* მიიჩნევს.

გაზრდილი მოთხოვნა ქმნის თუ არა წნეხს. სებ-ის  პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა, მომავალ კვირას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ განაცხადებს.

წინა თვეების შეფასებით, გაზრდილი მოხმარების ზეწოლას ანეიტრალებს რამდენიმე ფაქტორი, მ.შ. შიდა ინფლაციის შემაკავებელი. ეკონომიკის პროდუქტიულობა არსებითად მაღალია,

ამასთან, ხელფასის ზრდის მიუხედავად, ფასები ნარჩუნდება, კონკურენციის ხარჯზე, რადგან კონკურენციის ზრდით იკლებს მარჟები.

წყარო: BRG