თბილისი (GBC) - სამომხმარებლო სესხებში 259 მლნ ლარის პრობლემური კრედიტები რჩება (01/24-271 მლნ)
მ.შ. ლარის პორტფელში სესხების 2.2%-ია გაპრობლემებული. აშშ დოლარში -1.9%, ევროში კი 2%-ის ფარგლებში.
სხვა საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით, სამომხმარებლო დაკრედიტება გაფუჭების მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება, გლობალური (პანდემია, ომის კრიზისი, ტრამპის ფაქტორი ...) და ლოკალური შოკების (სახელისუფლო კრიზისი) გავლენის გარეშეც.
პანდემიამდე დოლარის სესხების 9% იყო პრობლემური, ლოქ დაუნში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. მაქსიმალურ 18%-ს 11/2020-ში მიაღწია. შარშან ამ დროისთვის უმოქმედო სესხების წილი აშშ დოლარში უფრო ნაკლები იყო - 1.4%.
თუმცა, 5 წლის წინანანდელ ტრენდთან შედარება მაინც არარელევანტურია. რადგან სავალუტო სესხები რამდენიმერაუნდიან რეგულაციაში მოყვა, ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის დროინდელი ₾200 000-იანი შეზღუდვა, მას შემდეგ რამდენიმე ეტაპად გამკაცრდა. იანვრიდან სავალუტო სესხის 500 000 ლარიანი ზღვარი მოქმედებს.
01/2025-ის მდგომარეობით, ბანკებს 12.05 მლრდ ლარის სამომხმარებლო სესხების აქვს გაცემული. მ.შ. სავალუტო 1,2 მლრდ ლარამდეა.
უმოქმედო სესხები ვალუტის მიხედვით, გამოსახული ლარში
|
₾არი |
აშშ დოლარი |
ევრო |
01.2025 |
239 056 618 |
13 506 322 |
6 577 804 |
01/2024 |
251 961 374 |
12 084 398 |
7 284 586 |
წყარო: სებ-ი & BRG