თბილისი (GBC) - მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე მატარებელი მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია პირველი ავრცელებს. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მგზავრები რამდენიმე წუთის განმავლობაში ითხოვდნენ მათთვის კარი გაეღოთ, თუმცა მეტროსადგურის თანამშრომლები უარს ეუბნებოდნენ, რის შემდეგაც მგზავრებმა საკუთარი ძალებით გახსნეს ვაგონების კარები და დატოვეს შემადგენლობა.