თბილისი (GBC) - მსხვილი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანია Verbund-ის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის პერსპექტივები მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განიხილა.
გენადი არველაძემ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციები, საინვესტიციო გარემო და უცხოური კაპიტალის დაცვის მექანიზმები გააცნო. არველაძის ინფორმაციით, კომპანია საქართველოს ბაზრის შესწავლითაა დაინტერესებული.
„ ყურადღება გავამახვილეთ სტრატეგიული პროექტებზე: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი, დამაკავშირებელი ხაზი რეგიონში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის ევროკავშირის ბაზარზე ტრანზიტისთვის", - აღნიშნა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს ენერგოსექტორის შესაძლებლობების შესწავლის დაინტერესება გაზაფხულზეც გამოითქვა. .
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ახიმ კასპარის შეფასებით, კომპანიამ იცის ჰიდრორესურსებით ქვეყნის სიმდიდრეზე და საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტვას ხედავს..
„ ავსტრიაში Verbund-ისგან 8000 მეგავატი დადგმული სიმძლავრე გვაქვს, ამიტომ, ძალიან დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ნაყოფიერი დისკუსიებით. შესაძლოა, მომავალში ვითანამშრომლოთ ჰიდრო-ენერგეტიკის მიმართულებით კონსულტირების ნაწილში. ჩვენ მსოფლიო მასშტაბით ვაგეგმარებთ როგორც წყალსაცავის, ისე მდინარის ტიპის ელექტროსადგურებს, ასე რომ, ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი პარტნიორობა ავსტრიული ტექნოლოგიების საქართველოში დასანერგად“, - განაცხადა ახიმ კასპარმა.