თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება

31 ოქტომბერს თბილისი ელექტრონული კომერციის სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას — eCommerce Day Georgia 2025-ს უმასპინძლებს. კონფერენცია Sheraton Grand Metechi Palace-ში გაიმართება.

ღონისძიება მესამე წელია, ხორციელდება და იგი საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს ელექტრონული კომერციის სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და ტენდენციებზე სასაუბროდ აერთიანებს.

კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ექსპერტების ხედვებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის როლი ონლაინ-ვაჭრობის ტრანსფორმაციაში, სოციალური და ლაივ კომერციის სწრაფი ზრდა, მომხმარებელთა ქცევის ცვლილება და ციფრული პლატფორმების განვითარება.

სპიკერებს შორის არიან:


  • Amazon Web Services, Google Cloud, VISA, Glovo, Avianca და სხვა წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები.  ასევე, ქართული ბაზრის ისეთი წარმატებული მოთამაშეები, როგორებიც არიან:  საქართველოს ბანკი, თეგეტა ჰოლდინგი, Storera, Web Features, MELO Delivery, CityPay.io ...     
  •  

კონფერენციაზე სცენა დაეთმობა ორ პანელურ დისკუსიას:

  • ელ. კომერცია ქმედებაში: როგორ აყალიბებენ ადგილობრივი ბრენდები ციფრულ მომავალს;
  • რეალური წარმატების ისტორიები: ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობასა და ელექტრონულ კომერციაზე.

გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა,  Amazon Web Services-ის, Storera-ს და CityPay.io-ს დემო ლაივ სესიებს დაესწრონ  და პრაქტიკული გამოცდილება მათთვის საინტერესო მიმართულებით მიიღონ.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი

 

ინოვაციების პარტნიორი: Visa

 

პარტნიორები: AWS,  Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom

 

 

ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Biletebi.ge-ის ვებგვერდი.