თბილისი (GBC) - სილქ როუდ ჯგუფმა 400 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციების განთავსება დაასრულა.

5-წლიანი ობლიგაციები წლიურ 7.5% - ად  განთავსდა. 

ეს ტრანზაქცია გარდამტეხია სილქ როუდ ჯგუფისთვის, ასევე მთლიანად საქართველოს კერძო სექტორისთვის. ეს აძლიერებს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას, ამარტივებს კაპიტალის სტრუქტურას და გვაძლევს შესაძლებლობას გადავიდეთ განვითარების შემდეგ ეტაპზე", - ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს: J.P. Morgan-სა და UBS-ს გაწეული ძალისხმევისთვის და ურყევი ნდობისთვის. ასევე  თიბისი კაპიტალს, G&T -ს და ყველა სხვა პარტნიორს.

მოთხოვნამ 3-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს.