თბილისი (GBC) - საბანკო სექტორის მომგებიანობა (კაპიტალზე) სტაბილურად მზარდია. ბანკებმა 2024-ის 9 თვე 24.36%-მდე უკუგებით დაასრულეს (ROE).

ყველაზე კმაყოფილი  საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციონერები არიან. დაბანდებულ ყოველ 100 ლარზე 33 ლარის უკუგებაა.

შემცირებულია ბაზისბანკის მომგებიანობა. ჩინური უმსხვილესი კაპიტალის ბანკს 14%-მდე უკუგება აქვს. გერმანულ პროკრედიტ ბანკს კი 11%-მდე.  

კაპიტალზე 20-22%-იანი უკუგება აქციონერებისთვის ოპტიმალურად მიიჩნევა. თავის მხრივ ინვესტორის კმაყოფილება საქართველოს საფინანსო ბაზრის მიმზიდველობაზე აისახება, საბოლოოდ კი ფულის ფასზე და სასესხო განაკვეთებზე. რადგან კოეფიციენტის მიხედვით ხდება საბანკო პროდუქტების ფასდადება.

ქვეყნის საფინანსო ბაზარიც კონკურენტუნარიანია. გაჩნდა ახალი მოთამაშეები, ციფრული ბანკები, VASP-ები, მალე ციფრული ბანკებიც მიემატება.

TOP -7 ბანკი კაპიტალზე უკუგებით (ROE)

 

Q3/2024

Q3.2023

საქართველოს ბანკი

32,90%

33.41%

თიბისი ბანკი

25,53%

25.42%

ლიბერთი ბანკი 

20,93%

19.15%

კრედო

18,77%

 

ბაზისბანკი

13,78%

12.49%

ქართუ

11,65%

 

პროკრედიტ ბანკი

10,81%

 

  9.24%

წყარო: კომერციული ბანკები, მომგებიანობით

-BRG-