თბილისი (GBC) – Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) მენეჯმენტმა, ჯამში, BOGG-ის 14,000 ცალი ჩვეულებრივი აქცია გაანაღდა. 

კერძოდ, ზურაბ ქოქოსაძემ, BOGG-ის დირექტორის მოადგილემ კორპორატიული ბანკინგის მიმართულებით, 10,000 ცალი ჩვეულებრივი აქცია გაყიდა, თითოეული £56.00376-ად, რითაც £560,037-ის შემოსავალი მიიღო.

ხოლო, ნუცა გოგილაშვილმა 4,000 ცალი ჩვეულებრივი აქცია გაყიდა, თითოეული £55.9438025-ად, რითაც £223,775-ის შემოსავალი მიიღო.

ორივე ტრანზაქცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 28 მარტს განხორციელდა.