თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა $300 მლნ-ის უვადო, სუბორდინირებული ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციებზე ფასი 9.5%-ით განისაზღვრა.
ტრანზაქციის განთავსების აგენტები და მენეჯერები ისეთი დიდი საინვესტიციო კომპანიები არიან როგორებიცაა: Citigroup; J.P. Morgan; BCP Securities. ტრანზაქციის თანამენეჯერი გალტ & თაგარტია.
ფასიანი ქაღალდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და მისი რეიტინგი B- (Fitch) და B2 (Moody’s) იქნება.
ტრანზაქცია 16 აპრილს უნდა დაიხუროს, გამოშვების ფასი კი 100%-ია.
4Q23-ის მდგომარეობით, ბანკის Tier 1-ის საზედამხედველო კაპიტალი ₾4.6 მლრდ-ია, ძირითადი პირველადი კაპიტალი კი ₾4.2 მლრდ, ხოლო მარეგულირებლის პირველადი კაპიტალის მოთხოვნა ₾3.85 მლრდ, ხოლო ძირითადი პირველადი კაპიტალის ₾3.3 მლრდ-ია.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას BOGG-ისა და საქართველოს ბანკის მიერ ამერიაბანკის შეძენა სომხურმა მარეგულირებელმაც დაადასტურა და შედეგად, BOGG ამერიას 60%-ს (70,279 აქცია), ხოლო საქართველოს ბანკი 30%-ს (35,140 აქცია) შეიძენენ. აქციების 100% ჯამური ტრანზაქციის ღირებულება $303.6 მლნ-ია, საიდანაც $252 მლნ ტრანზაქციის დასრულებისთანავეა გადასახდელი, ხოლო $21 მლნ 6 თვის შემდეგ. დარჩენილ 10%-ს EBRD ინარჩუნებს, გამოსყიდვის პირობით.
|
კაპიტალის კოეფიციენტები 4Q23-ის მდგომარეობით |
სებ-ის მოთხოვნა |
ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი |
18.21% |
14.45% |
პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი |
19.961% |
16.69% |
საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი |
22.12% |
19.65% |