ჰორმუზის ციფრული „არტერია“: როგორ ემუქრება ირანის ომი გლობალურ ინტერნე...
ვიწრო საწყლოსნო გზა,
რომელიც უკვე დიდი ხანია
ნავთობის გლობალური
გადაზიდვების „ყელს“
წარმოადგენს, თანაბრად
სასიცოცხლო
მნიშვნელობისაა ციფრული
სამყაროსთვისაც. სრუტის
ფსკერზე რამდენიმე
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი
გადის, რომლებიც ინდოეთსა
და სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიას ევროპასთან
აკავშირებს ყურის
ქვეყნების და ეგვიპტის
გავლით.რა ხდის წყალქვეშა
კაბელებს
მნიშვნელოვანს?Reuters წერს,
რომ წყალქვეშა კაბელები
არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ან
ელექტრო კაბელები,
რომლებიც ზღვის ფსკერზეა
გაყვანილი მონაცემებისა
და ენერგიის გადასაცემად.
ტელეკომუნიკაციების
საერთაშორისო კავშირის (ITU) -
ციფრული ტექნოლოგიების
საკითხებში გაეროს
სპეციალიზებული სააგენტოს
მონაცემებით, მათზე მოდის
მსოფლიო ინტერნეტტრაფიკს
დაახლოებით 99%.ისინი ასევე
უზრუნველყოფენ ქვეყნებს
შორის სატელეკომუნიკაციო
და ელექტროენერგიის
კავშირს და აუცილებელია
ღრუბლოვანი სერვისებისა
და ონლაინ
კომუნიკაციებისთვის.„დაზიანებული
კაბელები ნიშნავს
ინტერნეტის შენელებას ან
გათიშვას, ელექტრონული
კომერციის შეფერხებას,
დაგვიანებულ ფინანსურ
ტრანზაქციებს... და ამ
შეფერხებებით გამოწვეულ
ეკონომიკურ ვარდნას“, -
განაცხადა გეოპოლიტიკურმა
და ენერგეტიკულმა
ანალიტიკოსმა მაშა
კოტკინმა.ყურის ქვეყნები,
განსაკუთრებით არაბთა
გაერთიანებული საამიროები
და საუდის არაბეთი,
მილიარდობით დოლარის
ინვესტიციას ახორციელებენ
ხელოვნურ ინტელექტსა და
ციფრულ ინფრასტრუქტურაში,
რათა მოახდინონ თავიანთი
ეკონომიკის
დივერსიფიკაცია და
ნავთობზე დამოკიდებულების
შემცირება. ორივე ქვეყანამ
დააარსა ხელოვნური
ინტელექტის ეროვნული
კომპანიები, რომლებიც
ემსახურებიან კლიენტებს
მთელ რეგიონში - და ყველა
მათგანი დამოკიდებულია
წყალქვეშა კაბელებზე
მონაცემთა ელვისებური
სისწრაფით
გადასაცემად.ჰორმუზის
სრუტეზე გამავალ ძირითად
კაბელებს შორისაა: Asia-Africa-Europe 1
(AAE-1), რომელიც
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას
ეგვიპტის გავლით
ევროპასთან აკავშირებს
(საამიროებში, ომანში,
კატარსა და საუდის
არაბეთში დაშვების
წერტილებით); FALCON-ის ქსელი,
რომელიც აკავშირებს
ინდოეთსა და შრი-ლანკას
ყურის ქვეყნებთან,
სუდანთან და ეგვიპტესთან;
და Gulf Bridge International Cable System, რომელიც
აერთიანებს ყურის ყველა
ქვეყანას, მათ შორის ირანს.
მშენებარეა დამატებითი
ქსელებიც, მათ შორის
კატარული Ooredoo-ს მიერ
მართული სისტემა.რა არის
რისკები?Reuters-ის ცნობით,
მიუხედავად იმისა, რომ
წყალქვეშა კაბელების
საერთო სიგრძე 2014-დან 2025
წლამდე საგრძნობლად
გაიზარდა, დაზიანების
შემთხვევები სტაბილურად
რჩება - წელიწადში
დაახლოებით 150-200 ინციდენტი,
წყალქვეშა კაბელების
დაცვის საერთაშორისო
კომიტეტის (ICPC) მონაცემებით.
სახელმწიფო დონეზე
ორგანიზებული საბოტაჟი
რჩება რისკად, თუმცა
დაზიანებების 70-80%
გამოწვეულია ადამიანის
შემთხვევითი საქმიანობით -
ძირითადად თევზჭერითა და
გემების ღუზებით.სხვა
რისკები მოიცავს
წყალქვეშა დინებებს,
მიწისძვრებს, წყალქვეშა
ვულკანებსა და ტაიფუნებს, -
აღნიშნა ალან მოლდინმა,
კვლევითი ფირმა TeleGeography-ის
კვლევების დირექტორმა.
ინდუსტრია ამას
უმკლავდება კაბელების
ფსკერზე დაფვლით, მათი
დაჯავშნით და უსაფრთხო
მარშრუტების
შერჩევით.ირანის ომმა,
რომელიც უკვე ორ თვეს
უახლოვდება, უპრეცედენტო
შეფერხება გამოიწვია
გლობალური
ენერგომომარაგებისა და
რეგიონული
ინფრასტრუქტურისთვის, მათ
შორის დარტყმები
განხორციელდა Amazon Web Services-ის
მონაცემთა ცენტრებზე
ბაჰრეინსა და საამიროებში.
წყალქვეშა კაბელები
ჯერჯერობით გადარჩა.თუმცა,
არსებობს არაპირდაპირი
რისკი დაზიანებული
გემებისგან, რომლებმაც
შეიძლება შემთხვევით
დააზიანონ კაბელები ღუზის
ჩათრევით.„აქტიური
სამხედრო ოპერაციების
პირობებში, უნებლიე
დაზიანების რისკი იზრდება
და რაც უფრო დიდხანს
გაგრძელდება ეს კონფლიქტი,
მით უფრო მაღალია ამის
ალბათობა“, - თქვა კოტკინმა.
მსგავსი ინციდენტი მოხდა 2024
წელს, როდესაც ირანთან
დაკავშირებული ჰუსიტების
მიერ იერიშის მიტანის
შემდეგ კომერციულმა გემმა
წითელ ზღვაში დრეიფისას
ღუზით კაბელები
გაწყვიტა.მარტივი
გამოსავალი არ
არსებობსკონფლიქტის
ზონებში დაზიანებული
კაბელების შეკეთება ცალკე
გამოწვევაა. მიუხედავად
იმისა, რომ თავად ფიზიკური
შეკეთება არ არის ზედმეტად
რთული, სარემონტო გემების
მფლობელებისა და
მზღვეველების
გადაწყვეტილებებზე
შეიძლება გავლენა იქონიოს
საომარი მოქმედებებით
გამოწვეულმა რისკებმა ან
ნაღმების
არსებობამ.ტერიტორიულ
წყლებში დაშვების
ნებართვები კიდევ ერთი
სირთულეა. „ხშირად
რემონტის დროს ერთ-ერთი
ყველაზე დიდი პრობლემა
ნებართვის მიღებაა იმ
წყლებში, სადაც დაზიანება
მოხდა. ამას ზოგჯერ დიდი
დრო სჭირდება“, - თქვა
მოლდინმა.კონფლიქტის
დასრულების შემდეგ,
ინდუსტრიის მოთამაშეების
წინაშე დადგება ზღვის
ფსკერის ხელახალი
შესწავლის საჭიროება, რათა
დადგინდეს კაბელების
უსაფრთხო პოზიციები და
თავიდან იქნას აცილებული
გემები ან ობიექტები,
რომლებიც საომარი
მოქმედებების დროს
ჩაიძირა.რა ალტერნატივები
არსებობს წყალქვეშა
კაბელების მწყობრიდან
გამოსვლის
შემთხვევაში?მიუხედავად
იმისა, რომ წყალქვეშა
კაბელების პოტენციური
დაზიანება არ გამოიწვევს
კავშირის სრულ დაკარგვას -
სახმელეთო ხაზების
არსებობის გამო -
ექსპერტები თანხმდებიან,
რომ სატელიტური სისტემები
არ წარმოადგენს ეფექტურ
შემცვლელს, რადგან მათ არ
შეუძლიათ იმავე მოცულობის
ტრაფიკის გატარება და
ბევრად უფრო
ძვირია.„შეუძლებელია
უბრალოდ თანამგზავრზე
გადართვა. ეს არ არის
ალტერნატივა“, - აღნიშნა
მოლდინმა და დასძინა, რომ
თანამგზავრები თავად
არიან დამოკიდებული
სახმელეთო ქსელებთან
კავშირზე და უკეთესია
მოძრავი ობიექტებისთვის,
როგორიცაა თვითმფრინავები
და
გემები.დაბალორბიტალური
ქსელები, როგორიცაა Starlink,
არის „სპეციფიკური
(ბუტიკური) გადაწყვეტა,
რომელიც ამ დროისთვის
მილიონობით მომხმარებელზე
გათვლილი მასშტაბირებადი
ვარიანტი არ არის“, -
დასძინა კოტკინმა.
1777366370