ბათუმი (GBC) – აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა სამშაბათს დაამტკიცა.

კენჭისყრის შედეგად, აჭარის მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა:

  • ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი: ედნარ ნატარიძე
  • ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი: ნინო ნიჟარაძე
  • განათლებისა და სპორტის მინისტრი: მაია ხაჯიშვილი
  • კულტურის მინისტრი: ელისო ბოლქვაძე
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი: დენის სალუქვაძე

ზურაბ პატარაძემ დეპუტატებს სამოქმედო გეგმა წარუდგინა და აღნიშნა, რომ რეგიონში დაწყებული ყველა სტრატეგიული პროექტი გაგრძელდება. მისი განცხადებით, პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება ჯანდაცვა, განათლება და ტურიზმის განვითარება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დამტკიცების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.