თბილისი (GBC) - მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ კრისტალი აქტიურად აგრძელებს დისტანციური მომსახურების არხებისა თუ სერვისების განვითარებას. კომპანია მომხმარებლებს ამჯერად ონლაინკაბინეტის ახალ პლატფორმაზე CrystalOne.ge-ზე, ახალ სერვისებს სთავაზობს.
პლატფორმის დახმარებით, კომპანიის დისტანციური სერვისების მიღება კრისტალის არსებული მომხმარებლების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია. მათ საშუალება აქვთ გაიარონ რეგისტრაცია კრისტალის ონლაინ კაბინეტის პლატფორმაზე, გახდნენ კრისტალის მოხმარებლები და ისარგებლონ სასურველი დისტანციური მომსახურებით.
აღნიშნული სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ფილიალში ვიზიტის გარეშე, დისტანციურად მოითხოვონ ავტოსესხი და ავტოლომბარდი, წარადგინონ სესხის და ლიზინგის განაცხადი და ასევე დისტანციურად მიიღონ მათზე პირველადი პასუხები. ამას გარდა, ონლაინკაბინეტის პლატფორმა “კრისტალში” არსებული აქტიური ვალდებულებების — სესხების, განვადების, ლომბარდის, საინვესტიციო პროდუქტის გრაფიკისა და ხელშეკრულებების რეალურ რეჟიმში კონტროლის საშუალებასაც იძლევა.
საგულისხმოა, რომ CrystalOne.ge-ზე რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია კრისტალის ციფრულ არხში (AKIDO) დამტკიცებული ნებისმიერი პროდუქტის განაცხადის ხელშეკრულებებზე ხელმოწერა ელექტრონულად, რაც კიდევ უფრო ზოგავს მის დროს, მეტად კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის კომპანიის სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობის პროცესს.
ონლაინკაბინეტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. პლატფორმის განვითარებაზე მუშაობა გრძელდება და მას ეტაპობრივად სხვა დისტანციური პროდუქტები, სერვისები და სასარგებლო შეთავაზებები დაემატება.
დისტანციური მომსახურების არხების გამრავალფეროვნება, სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, დახვეწა და განვითარება “კრისტალის” ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. მისი პრიორიტეტულობა განსაკუთრებით იზრდება საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, რომელსაც კომპანია ამჟამად გადის და 16 ივნისიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო სერვისებს შესთავაზებს.
კრისტალისთვის მნიშვნელოვანია საბანკო პროცედურებსა და სტანდარტებს მაქსიმალურად მოერგოს, რათა მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს სერვისებითა და პროდუქტებით, მათ შორის თანამედროვე და მრავალფეროვანი დისტანციური არხებით, ზედმიწევნით უპასუხოს.
#შენი შესაძლებლობების ბანკი