თბილისი (GBC) - საპენსიო ფონდის დინამიკური, იგივე მაღალრისკიანი პორტფელის მოცულობამ, 31 მაისის მდგომარეობით, ₾40.1 მლნ შეადგინა, დღემდე 24.78%-იანი წმინდა ნომინალური ამონაგებით (12.96% გაწლიურებული).

პორტფელში დღემდე მხოლოდ 4,821 მოქალაქეა.

უშუალოდ მაისის თვის წმინდა ნომინალური ამონაგები 2.42% იყო, ინფლაციასთან მიმართებით დაკორექტირებული რეალური ამონაგები კი 1.98%.

მაისში საქართველოში მთლიანი პორტფელის 48% რჩება, ნაცვლად აპრილის 48.6%-ისა, როცა პორტფელის ზომა ₾39.1 მლნ იყო. ადგილობრივი პორტფელის ყველაზე დიდი წილი სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებზე მოდის - 40.2% (აპრილი - 39.5%).

გლობალურ აქციებში ფონდს მაისში რისკიანი პორტფელის 47.9% აქვს დაბანდებული (-0.1პ.პ m.m), ხოლო სახაზინო ობლიგაციებში კი 4.2% აქვს დაყოვნებული (+0.8პ.პ m.m). 

კანონის შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში და წილობრივ ფასიან ქაღალდებში დაშვებულია ფონდის მაღალრისკიანი აქტივების მინიმუმ 40% და მაქსიმუმ 60%-ის ინვესტირება.