თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $1.59 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.2%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი $480.4 მლნ იყო (გაიზარდა 19%-ით), ხოლო იმპორტი $1.1 მლრდ (შემცირდა 34.5%-ით). 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარში $636.6 მლნ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9%-ია.