თბილისი (GBC) - სებ-ის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას განაგრძობს. ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

ამ მიზნით, სების და SWIFT-ის ორგანიზებით, ISO 20022-ის ფინანსური შეტყობინებების ახალი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა, რომელშიც საბანკოს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ქართული საფინანსო სექტორის მზადყოფნას გლობალური მიგრაციისთვის ISO 20022-ზე, რომლის საბოლოო ვადად 2025 წლის ნოემბერი განისაზღვრა.

აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფინანსური კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს უწყობს მონაცემების სტრუქტურირებას, ეფექტურობას და ავტომატიზაციას.

ტრენინგის მონაწილეებმა  ISO 20022-ის სტანდარტის სტრუქტურა და ეროვნული მიგრაციის გზამკვლევი დეტალურად განიხილეს.