თბილისი (GBC) - ევროპული ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სან მარინოს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები ნათია თურნავას სების პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავან.

როგორც მოლოცვის წერილებშია ნათქვამი, აღნიშნული ქვეყნების ცენტრალური ბანკები საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამენ და დარწმუნებული არიან, რომ ნათია თურნავას პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ფინანსური სტაბილურობა და განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდება.

სების პრეზიდენტად დანიშვნა ნათია თურნავას ასევე მიულოცეს მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელარუსის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და ალტერნატიულმა დირექტორმა, შავი ზღვის სავაჭრო და განვითარების ბანკმა, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტმა (KFTC).

გასულ კვირას მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სების პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სების საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სების საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული.