თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) დირექტორს, ჰოლგერ ფლორკემეიერს შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მხარეებმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ფისკალური პოლიტიკისა და შესაბამისი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ტექნიკური თანამშრომლობის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ფინანსთა სამინისტროს როლს რეგიონული თანამშრომლობის პროექტებში.

მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ენდრიუ ჯუველი დაესწრნენ.