თბილისი (GBC) – ჟინი განათლების გზაზე არ გაჩერებაა — ის არის ძალა, რომელიც გეხმარება მაქსიმალურად გამოავლინო პოტენციალი და აღმოაჩინო განათლების შესაძლებლობები.
მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მასწავლებლებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რითაც 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის:
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა - ახალგაზრდებში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი, კომაროვთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც VII-XI კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას:
· გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ;
· დაეუფლონ მომავლის პროფესიებს;
· მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური ცოდნა STEM მიმართულებით.
კურსი ონლაინ ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაკვეთილებს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ.
ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგების მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას.
სასკოლო ოლიმპიადები
ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი არაერთ სასკოლო ოლიმპიადას ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა:
STEM ოლიმპიადა - ეს კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თეორიული და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე მუშაობენ. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცემა.
ევერესტი - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადაა, რომელიც სეზონურად ტარდება და მასში მონაწილეობას 17 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს. ევერესტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. ოლიმპიადის ფარგლებში, ოქროს ტურის 2 გამარჯვებული მოსწავლე საქართველოს ბანკისგან 5000 ლარის ოდენობის სტიპენდიას იღებს.
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები
მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკმა ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები საქართველოს 11 რეგიონის 25 სკოლაში გახსნა.
ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით, STEM კუთხით.
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და უსაზღვრო აღმოჩენების სივრცეზე უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს წვდომას.
შესაძლებლობები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის:
საქართველოს ბანკის სტიპენდია და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია - პროექტი შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკი 350-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია stipendia.bog.ge
სწავლა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში - CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, სრული დაფინანსებით ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 50-ზე მეტი სტიპენდიატი, რომლებიც სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში გაემგზავრნენ. განათლების შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge
საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge-ზე.
(R)