თბილისი (GBC) - G&T აცხადებს, რომ მისი მხარდაჭერით გამოშვებული, საქართველოს ბანკის ₾450 მლნ-ის ევრობონდები (განაკვეთი: 11.5%) კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძო სექტორიდან ადგილობრივი ვალუტის ევრობონდის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო განთავსებაა.
ტრანზაქციაში G&T -თან (წამყვანი მენეჯერი)ერთად მონაწილობდნენ: Citigroup; J.P. Morgan, BCP Securities, Oppenheimer Europe და Société Générale.
„ამაყები ვართ რომ Galt &Taggart-ის მხარდაჭერით საქართველოს ბანკმა ასეთი მასშტაბური მოცულობის ტრანზაქცია განახორციელა ეროვნულ ვალუტაში. მოცულობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს საქართველოს ბანკის მიმართ ინვესტორების მაღალ ნდობაზე", - G&T-ის გენერალური დირექტორის განსაკუთრებით სასიხარულოა წაამყვანი მენეჯერის როლი, ტრანზაქციის წარმატებით დახურვაში. გიორგი კუპრაშვილმა საინვესტიციო ბანკის მთლიან გუნდს მაღალი პროფესიონალიზმისათვის მადლობა გადაუხადა.
ტრანზაქციის იურიდიულ მრჩევლებს ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხითწარმოადგენდნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen.
ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.