თბილისი (GBC) - G&T "ნუტრიმაქსის" ემისიაზე აცხადებს, ცხოველების საკვების და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის, რომლის არასუბორდინირებული ობლიგაციების განთავსებასაც უზრუნველყოფს. 

დაგეგმილია $10 მლნ-მდე 2-წლიანი ობლიგაციების გამოშვება, ფიქსირებული განაკვეთით, 8%-8.5%.

ნუტრიმაქსი ბაზარზეა 2009 წლიდან. მისი პარტნიორია ჰოლანდიური Trouw Nutrition. ფლობს ფერმის ცხოველების და ფრინველების საკვების (feed mill) საწარმოს (წლიური სიმძლავრე 84 000 ტ). 08/2021 -დან წარმოდგენილია შვილობილი „ნუტრიმაქს პეტფუდით“, რომელიც ფლობს ექსტრუდირებული საკვების საწარმოს კომპანიონი ცხოველებისთვის (ძაღლი და კატა), ასევე თევზისთვის (სიმძლავრე 24 000 ტ).

ნუტრიმაქსი ოპერირებს მეზობელ ქვეყნებშიც (სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი,უზბეკეთი, მოლდოვა).

პროდუქტის ასორტიმენტი ნუტრიმაქსის ბიზნეს-მიმართულებები იყოფა 2 ძირითად კატეგორიად:

1. Nutrimax Feed - ფერმის ცხოველების და ფრინველების და თევზების საკვების მიმართულება, რომლის ასორტიმენტშია:

• ბროილერის მზა საკვები

• ღორის მზა საკვები

• მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მზა საკვები

• თევზის საკვები

• ბროილერის კონცენტრატი

• ღორის კონცენტრატი

• მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კონცენტრატი

• სხვა ცხოველების მზა საკვები (ბოცვერი, მწყერი, ინდაური, მეკვერცხული ქათამი...)

2. Nutrimax Pets 

• ძაღლის მშრალი საკვები

• კატის მშრალი საკვები

ბაზრის მოლოდინით, ობლიგაციებს ნაწილს შეიძენს „საქართველოს ბანკი“, რომელიც აფილირებულია განთავსების აგენტთან (G&T). კომერციული ბანკის (BOG) და საინვესტიციო ბანკის (G&T) საბოლოო მფლობელია ლონდონის ლონდონის ბირჟის ემიტენტი Lion Finance Group PLC. 

ვალუტა /რაოდენობა/

$ /ერთეული

 

ნომინალი

1 000

 

საორიენტაციოგანაკვეთი (%)

8-8.5%

 

რაოდენობა 

 /10 000/

 

ღირებულება 

 $10 000 000

 

დაფარვის თარიღი 

05/2029

 

წყარო: ემიტენტი

 

ბაზარზე ცხოველთა საკვების მწარმოებელი 94 კომპანია ოპერირებს, რომელთა შემოსავალი 210 მლნ ლარს აღემატება (01.01.2026-ის მდგომარეობით). 80%-ზე მეტი TOP 5 კომპანიაზე მოდის 

2018-25 წლებში სწრაფი (24.6% CAGR) ტემპით იზრდებოდა და 2025 წელს 210 მლნ ლარი შეადგინა.

    TOP -5 

• ნუტრიმაქსი (ბაზრის 48.1%)

• ინვეტ ფიდი (ბაზრის 22.4%)

• აგრო ლუქსი (ბაზრის 5.3%)

• სმარტ ფიდი (ბაზრის 3.6%)

• აგრო უნივერსალი (ბაზრის 1%)