თბილისი (GBC) - ბანკების პორტფელში იპოთეკური სესხების წილი, რომელიც სტაბილურად მზარდი ტრენდით ხასიათდებოდა, შემცირდა.

სებ-ის ანალიტიკური ანგარიშით, სექტემბრის მდგომარეობით, 19.6%-ია. 2024-ის დასაწყისში  20.09% იყო, 2023-ის დასაწყისში კი 21.4%.

იპოთეკური სესხების პორტფელი 11.3 მლრდ ლარია, საიდანაც 5-დან 10 წლამდე ვადიანობის სესხების ნაშთი 3 მლრდ ლარამდეა, 10 წელზე მეტი ვადით გაცემული სესხებია (01/2024 – 2.6 მლრდ; 7.3 მლრდ).

10 წელზე მეტი ვადიანობის სესხებში სავალუტოს წილი  42%-ია. პორტფელი  3.1 მლრდ ლარს შეადგენს. როგორც იცით,  2022-ის შემოდგომიდან სავალუტო იპოთეკის მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე დამოკლდა. იმავე წლის საზაფხულო რეგულაციით კი +3%-იანი დერეფანი გაიხსნა, როგორც სავალუტო ასევე ლარის იპოთეკაზე.

იპოთეკის წლიური ზრდა 11.42%-ია. ტემპი გასული წლის ანალოგიური პერიოდისას (+10.25%Y.Y) აღემატება, 2023-ის კოეფიციენტს (+14.9%Y.Y) ჩამოსცდება.

საცალო  დაკრედიტება კვლავ მზარდია, მ.შ. სამომხმარებლო სესხების წილი 19.2%-მდეა გაზრდილი. სოფლის მეურნეობის მიმართულებას ბანკების ნაკლებად აფინანსებენ, რადგან რისკიან სეგმენტად მიიჩნევა შესაბამისად, აგრარული სექტორის დაკრედიტების წილი მცირეა.

დარგობრივ ჭრილში ბაზრის აქტივობა მიმოხილულია სებ-ის მაკროეკონომიკურ  და საფინანსო სექტორის ყოველთვიურ პუბლიკაციებში, რომელსაც ბაზრის ზედამხედველი ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, განაგრძობს. ოქტომბერში მიმოიხილავს აგვისტოს ტენდენციას,  სექტემბერში აანალიზებს ივლისს, 20 ნოემბერს გამოაქვეყნებს სექტემბრის სტატისტიკას. 

წყარო:BRG

ბანკების სავალუტო იპოთეკის პორტფელში გაფუჭებული კრედიტები 2%-მდე რჩება. ამასთან ევროში პრობლემური სესხების წილი გაზრდილია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ევროში უმოქმედო სესხების წილი 2.4%-ის ფარგლებშია, აშშ დოლარში - 1.8%, ადგილობრივ ვალუტაში კი  1.7%-ის ფარგლებში. 

11.3 მლრდ ლარის პორტფელში, პრობლემური იპოთეკა 202.5 მლნ ლარს რ აღემატება. აქედან ლარში  117 მილიონამდეა, ევროში 47 მლნ ლარის ეკვივალენტი, აშშ დოლარში კი 38.6 მლნ ლარამდე.

01.09.2024 -ის მდგომაროებით, 7.3 მლრდ ლარი იპოთეკური სესხი ლარშია გაცემული; 2.4 მლრდ ლარის აქვივალენტი აშშ დოლარში და 1.7 მლრდ ლარის ევროში.

  09/24 09/23 09/22
GEL 1,6% 2,1% 2,6%
USD 1,9% 2,0% 4,0%
EUR 2,3% 1,8% 3,2%
Total 1.8% 2,0% 3,2%