თბილისი (GBC) - „ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მსხვილი ინვესტიციები ბევრი არ განხორციელებულა", სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინაციით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში  ახალი ინდუსტრია ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს ახალი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე,

პირველ სრული ციკლის ქარხანას „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს. სრული საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონ აშშ დოლარამდეა. I ფაზის გამოშვება 1 მლნ ტ-ზე მეტი იქნება. 

დასკვნით  ეტაპზე საწარმო შეძლებს როგორც ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, ისე მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას, რომელიც ევროპის ბაზარზეც ექსპორტირდება. 

ქარხნანა მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით იქნება აღჭურვილი, რაც  უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროდუქტების მიღებას უზრუნველყოფს. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საწარმოს განვითარება სრულადაა თანხვედრაში გარემოს დაცვით  უმაღლეს სტანდარტებთან. ქარხანა ფუნქციონირებას 2025 წლის მარტში დაიწყებს და I ეტაპზე წლიურად  1,2 მილიონი ტ ნედლი ნავთობის გადამუშავებას გეგმავს.