თიბისი კაპიტალი ყოველთვიურ მიმოხილვას ეკონომიკის ზრდას და ლარის მხარდა...
„მიმდინარე წელს,
განსაკუთრებით მეორე
კვარტალიდან,
გააქტიურებულია ლარის
გამყარების მიმართულებით
კონვერტაციები.
აღნიშნულში იგულისხმება
როგორც უცხოური ვალუტის
დეპოზიტების უკან ლარში
გადახურდავება, ასევე
სესხებში, პირიქით, უცხოური
ვალუტის წილის ზრდა. თიბისი
კაპიტალის მკითხველისთვის
ცნობილია, რომ გასული წლის
შემოდგომაზე, ლარის
გაუფასურების
მოლოდინებიდან
გამომდინარე,
მნიშვნელოვნად გაიზარდა
ფიზიკური და იურიდიული
პირების მხრიდან უცხოური
ვალუტის წმინდა შესყიდვა.
ამავდროულად, როგორც ჩვენს
არაერთ პუბლიკაციაში იყო
განხილული, ეს ერთგვარი
დაგროვილი ბუფერის როლსაც
ასრულებდა, რომელიც
სენტიმენტების
ცვლილებისას უკვე ლარის
გამყარების მიმართულებით
იმოქმედებდა. ჩვენი
შეფასებით, ამ ბუფერის
ჯამური მოცულობა
დაახლოებით ერთი მილიარდი
დოლარის ფარგლებშია,
საიდანაც, სხვადასხვა
ანალიტიკური შეფასების
გამოყენებით, შეიძლება
ითქვას, რომ ნახევარზე
მცირედით ნაკლები უკან
კონვერტაციების კუთხით
ჯერ კიდევ ასათვისებელია.
შესაბამისად, გაცვლითი
კურსის მხრივ, ეს კვლავ
ლარის მნიშვნელოვან
მხარდამჭერ ფაქტორად
რჩება, თუმცა
სენტიმენტების ცვლილება,
როგორც ყოველთვის,
გამორიცხული არაა.უახლესი
მონაცემების მხრივ,
ივლისში სესხებისა და
დეპოზიტების სავალუტო
კომპოზიცია საპირისპირო
მიმართულებით შეიცვალა.
კერძოდ, გაცვლითი კურსის
ეფექტის გამორიცხვით,
გაიზარდა დეპოზიტების
დოლარიზაცია და სესხების
ლარიზაცია. რაც შეეხება
ლარზე მოქმედ სხვა ძირითად
ფაქტორებს, აშშ დოლარი
გლობალურ ბაზრებზე კვლავ
სუსტი რჩება, თუმცა ივლისში
თვიურად გაუფასურების
მასშტაბი საკმაოდ
შემცირდა, ხოლო წმინდა
სავალუტო შემოდინებები
ივლისში მცირედით ისევ
გაუმჯობესდა. ამის ფონზე,
თიბისი კაპიტალის
მოკლევადიანი და
გრძელვადიანი
წონასწორობის მოდელები
კვლავ მიუთითებს, რომ ლარი
წონასწორულ დონესთან
შედარებით მცირედით,
მაგრამ მაინც უფრო სუსტია.
ლარის გამყარების
მიმართულებით ზეწოლაზე
მიანიშნებს საქართველოს
ეროვნული ბანკის (სებ)
მხრიდან განგრძობითი
სავალუტო ინტერვენციებიც,
რაც ჩვენს მოლოდინებთან
თანხვედრაშია. მხოლოდ
ივლისში სებმა 417 მილიონი
აშშ დოლარი შეიძინა,
მარტიდან აგვისტოს
ჩათვლით პერიოდში კი -
ჩვენი შეფასებით, ჯამურად,
დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ
დოლარი.საპირისპიროდ,
მცირედი გაუარესება
შეინიშნება შრომის
ბაზარზე. მიმდინარე წლის
ორივე კვარტალში, გასული
წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით, გაზრდილია
უმუშევრობის დონე და
შემცირებულია დასაქმება.
წლიურ ჭრილში დასაქმების
კლება თვითდასაქმებულთა
რაოდენობის შეკვეცითაა
განპირობებული,
დაქირავებულთა რაოდენობა
კი, პირიქით, მცირედით
გაზრდილია. მიუხედავად
ამისა, წინა კვარტალთან
შედარებით, კლებაა როგორც
თვითდასაქმებულთა, ასევე
დაქირავებულთა რიცხვში,
სეზონური ფაქტორების
გამორიცხვით.გასული
თვეების დინამიკის
მსგავსად, ინფლაცია კვლავ
მზარდია და ივლისის
მდგომარეობით წლიურად 4.3%-ს
გაუტოლდა, ხოლო აგვისტოში -
4.6%-ს. ინფლაციის ტრაექტორია
ჩვენს მოლოდინებთან
თანხვედრაშია. თიბისი
კაპიტალის პროგნოზით,
მომდევნო თვეებში
ინფლაცია კვლავ გაიზრდება,
წლის ბოლოსთვის კი, საბაზო
ეფექტის გათვალისწინებით,
მცირედით შენელდება და,
დაახლოებით, 4.5%-ს
მიაღწევს.წლიური
ინფლაციის აჩქარების
საპირისპიროდ, თვიურ
ჭრილში ინფლაციური
ზეწოლის კლებაზე
მიუთითებს ანალიტიკური
საზომები, როგორებიცაა
სეზონურად შესწორებული
ყოველთვიური ინფლაცია და
სხვადასხვა მეთოდით
გაანგარიშებული საბაზო
ინფლაცია. მომსახურების
ინფლაცია, რომელიც
ინფლაციური მოლოდინებისა
და გრძელვადიანი
ტენდენციის შეფასებისთვის
ყველაზე შესაფერისია,
რადგან ნაკლები
მერყეობითა და იმპორტული
კომპონენტის შედარებით
მცირე წილით ხასიათდება,
მიმდინარე წელს ჯამური
მაჩვენებლის ზრდის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტია. ამასთან,
საყურადღებოა, რომ
მომსახურების ფასების
ზომიერი ზრდა, თუნდაც
მიზნობრივ მაჩვენებელზე
მეტად, აუცილებლად
ინფლაციურ ზეწოლაზე არ
მიუთითებს, რადგან
განვითარებად
ეკონომიკებში
მწარმოებლურობის დონის
ზრდას არავაჭრობად
სექტორებში ფასების ზრდა
კანონზომიერად მოსდევს.
მომსახურებასთან ერთად,
გაზრდილია საქონლის
ინფლაციაც, დიდწილად
სურსათის ფასების
მნიშვნელოვანი მატების
გამო. ამავდროულად,
ინფლაციის ზრდა
ადგილობრივად წარმოებული
და შერეული პროდუქტებით
არის განპირობებული,
იმპორტული პროდუქციის
მხრივ კი დეფლაცია
ფიქსირდება. ამდენად,
სურათი განსხვავებულია
2021-2022 წლების ეპიზოდისგან,
როდესაც ინფლაციის ზრდის
მთავარი წყარო იმპორტული
საქონელი იყო. როგორც
არაერთხელ აღინიშნა,
ინფლაციური ზეწოლის
დამატებით მნიშვნელოვანი
გაძლიერების შემთხვევაში,
რაც, ვფიქრობთ, რომ
სადღეისოდ საბაზო სცენარი
არაა, უცხოური ვალუტის
არსებული სიჭარბე,
სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ
სიმყარეში აისახება“, –
ნათქვამია თიბისი
კაპიტალის მიმოხილვაში,
რომელიც ხუთშაბათს
გავრცელდა.
1756976321