თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტრო $500 ევროობლიგაციების წარმატებულ რეფინანსირებაზე აცხადებს. მინისტრის თქმით, განაკვეთი - 5.125% ყველაზე დაბალია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელში.

5-წლიანი ბონდების განთავსებით 2021 წლის ემისია ჩაიხურა, რომელსაც ვადა აპრილში ეწურებოდა.

განთავსების მახასიათებლები განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, რაც ნიშნავს 25 პროცენტზე მეტით შემცირებას. ამასთან აღინიშნა რეკორდულად მაღალი მოთხოვნა, ჯამში, 2,8 მილიარდ დოლარამდე, რაც მიწოდებაზე 5,5-ჯერ მეტია. გაზრდილი მოთხოვნა და ინვესტორების მაღალი შეფასება  მიუთითებს მთავრობის ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების მიმართ ინტერესსა და ნდობაზე", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა სხვა ბაზრებსაც უყურებს და ამ მიმართულებით მუშაობას გრძელდება.