თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტმა საქართველოში 2025 წლის ელექტროენერგიის ბაზარი შეაჯამა, სადაც წერს: ელექტროენერგიის მიწოდებამ 15.4 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან 13.8 ტვტ.სთ ადგილობრივი გენერაცია (-3% წ/წ), ხოლო 1.6 ტვტ.სთ (+26.9% წ/წ) იმპორტი იყო. ამასთან, 2025 წელს ოპერირება დაიწყო ექვსმა მზის და ორმა ჰიდრო ელექტროსადგურმა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 22.6 მგვტ. შედეგად, 2025 წლის ბოლოს ქვეყნის დადგმულმა სიმძლავრემ 4.7 გვტ შეადგინა.

ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება

2025 ადგილობრივი წელს მოხმარება წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და 14.3 ტვტ.სთ შეადგინა. ამასთან, განსაკუთრებით მაღალი ტემპით (+9.2% წ/წ) გაიზარდა პირდაპირი ელექტოენერგიის მოხმარება. მომხმარებლების

ექსპორტი

გალტ&თაგარტის კვლევის თანახმად, 2025 წელს ექსპორტის მოცულობა შემცირდა 0.5 ტვტ.სთ-მდე (-51.2% წ/წ), ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი კვტ.სთ-ზე 4.6 აშშ ცენტამდე (-2.0% წ/წ). შედეგად ექსპორტიდან განახევრდა 23.5 მლნ. აშშ დოლარამდე. შემოსავლები.

სავაჭრო ბალანსი

2025 წელს ექსპორტის სეზონი, მაისში დაიწყო და ივლისში დამთავრდა. საქართველო წმინდა იმპორტიორი გახდა 24.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წმინდა იმპორტით. ამასთან, რაოდენობრივად საქართველო წმინდა იმპორტიორი იყო 1.0 ტვტ.სთ.

ელექტროენერგიის ფასი საქართველოში

2025 წელს საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი წლიურად 4.1%-ით გაიზარდა და 5.8 აშშ ცენტი შეადგინა. საბალანსო ელექტროენერგიის ფორმირებაში ყველაზე მაღალი წილი კვლავ PPA-იან სადგურებს უჭირავთ. დღით ადრე ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მინიმალური იყო.

ბაზრის სიახლეები

სემეკმა განაახლა რეგულირებული კომპანიების ტარიფები, დამტკიცდა ენერგო პროს და თელასის 5-წლიანი საინვესტიციო გეგმები და ახალი საცალო ტარიფის დამტკიცება გადაიდო 3 თვით, 2026 წლის 31 მარტამდე.