თბილისი (GBC) - JP Morgan-ის მმართველმა დირექტორმა საქართველოს კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული დაბრუნება მიულოცა და $500 მილიონის 5-წლიანი ევროობლიგაციების რეფინანსირება შეაფასა.

სტეფან უაილერის განცხადებით, JP Morgan და პარტნიორი ბანკები ამაყობენ საქართველოსთან თანამშრომლობით, რადგან აღნიშნული გამოშვება განსაკუთრებული შედეგებით დასრულდა.

უაილერმა აღნიშნა დაბალ საპროცენტო განაკვეთზე, არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ორიენტირს წარმოადგენს.

სტეფან უაილერის თქმით, ობლიგაციებზე მოთხოვნა მიწოდებას 5.5-ჯერ აღემატებოდა. პროცესში მონაწილეობდა  მსოფლიოს 100-ზე მეტი მსხვილი ინვესტორი. განსაკუთრებული აქტივობით აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საფინანსო წრეები გამოირჩეოდნენ.

JP Morgan-ის მმართველის დირექტორის შეფასებით, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წარმატება სამინისტროს გუნდის დამსახურებაა. ბაზრის მაღალი მერყეობის პირობებში მიღებულ სწორი გადაწყვეტილებებით მიღებული არნახული შედეგი.