თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრის მოლოდინით, ევრობონდების საგაისო ემისია წარმატებული იქნება.  

მოთხოვნა მიწოდებას 2/3-ჯერ გადააჭარბებს. ლაშა ხუციშვილს ამ მოლოდინის საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მთავრობის გატარებული მიმდინარე სამუშაოები და ასევე ინვესტორების კეთილგანწობები აძლევს, რაც მისი თქმით, ნამდვილად ჩანს.

პარლამენტში ფარულავას კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ $ 500 მლნ -ის რეფინანსირება 04/2026-ში იგეგმება და ფულის გაძვირებიდან გამომდინარე პროცენტი ვერ იქნება იგივე, რაც 4-5 წლის წინ იყო, თუმცა სპრედი, რაც ქვეყნის რისკის შესაბამისად დგება, წინა, 2021 წლის ემიისის განაკვეთის კომპონენტზე ნაკლები იქნება.

3-4 თვე მოვიცადოთ და ამასაც მალე ვნახავთ, - ხუციშვილის  თქმით მოახლოებლი რეფინანსირება არც პირველია და არც  ბოლო იქნება.

2021 წელს აპრილში ქვეყნის სუვერენული 5-წლიანი ბონდები 2.75%-ად განთავსდა. რისკის მდგენელი 2.2% იყო.  შესაბამისად, მინისტრი  2.2%-მდე ელის გაისად.

12.04.2021-ში ამოეწურა ვადა წინის წინა ემისიას, 2011 წელს ემიტირებულ 10 წლიან ევრობონდებს (6.875%).