თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 იანვრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მთლიანმა აქტივებმა, რომელიც 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, 78.6  მლრდ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1,5 მლრდ ლარით ჩამორჩება 2023–ის 31 დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელს (80 მლრდ ლარი).

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებიდან 2,2 მლრდ ლარი ნაღდი ფულის სახითაა წარმოდგენილი, 10,1 მლრდ კი განთავსებულ ფულად სახსრებზე მოდის. ფასიანი ქაღალდები ასევე 10,1 მლრდ ლარს შეადგენს. წმინდა სესხების მოცულობას მთლიან აქტივებში ლომის წილი უკავია 51,8 მლრდ ლარით. დანარჩენი არაფინანსურ და სხვა აქტივებზე მოდის.

საბანკო სექტორის კაპიტალი 12.3 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.6 პროცენტია.

სტატისტიკურ გაანგარიშებებში  არ მონაწილეობს სს "ჰეშ"- სა და სს "პეივ ჯორჯია"-ს  მონაცემები, რადგანაც ეს ციფრული ბანკები სატესტო რეჟიმში ოპერირებენ.