თბილისი (GBC) - ბანკების პორტფელში პრობლემური სესხების წილი შემცირდა. 1–ლი ნოემბრისთვის 850 მლნ ლარის ფარგლებშია, მთლიან პორტფელთან 2%-ია.
სებ-ის ინფორმაციით, პანდემიისგან განსხვავებით, ომის კრიზისი საქართველოზე არ ასახულა. პანდემიაშიც, უმოქმედო კრედიტების მოცულობას ნავარაუდევი 10%-ისთვის არ მიუღწევია. 8.5%-მდე იყო მხოლოდ გაზრდილი და Q2/2021-დან დაიწყო კლება.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საქართველოს საბანკო სექტორზე ნეგატიურად არ ასახულა. რისკები არ მატერიალიზებულა. პირიქით – მიგრაციამ ეკონომიკის ზრდა წაახალისა.
ბანკები პრობლემური სესხებით (საცალო პორტფელი):
| 
 სესხები (₾)  | 
 წილი %  | 
|||
| 
 საქართველოს ბანკი  | 
 7.37 მლრდ  | 
 0.7%  | 
 
  | 
|
| 
 თიბისი ბანკი  | 
 6.8 მლრდ  | 
 0.66%  | 
 
  | 
|
| 
 
  | 
||||
| 
 ლიბერთი  | 
 1.2 მლრდ  | 
 3.8%  | 
 
  | 
|
| 
 ბაზისბანკი  | 
 0.76 მლრდ  | 
 0.8%  | 
 
  | 
|
| 
 კრედო  | 
 1.1 მლრდ  | 
 5.9%  | 
 
  | 
|
| 
 წყარო: სებ-ი (Q3/2022)  | 
 
  | 
|||
| 
 
  | 
 
 
  | 
|||
ყველაზე მეტი საცალო სესხი 971 700-მდე საქართველოს ბანკს აქვს გაცემული, თიბისის - 685 100; ლიბერთის 568 300; ბაზისს 66 830-მდე, კრედოს – 463 223.
ყველაზე მეტი უმოქმედო კრედიტი კრედოს საცალო სესხების პორტფელშია.