თბილისი (GBC) - კრიპტოტექ სოლუშენი Coin swap-ს, კრიპტო პლატფორმას, სადაც ციფრული ვალუტის კონვერტირება იქნება შესაძლებელი, 15 ივნისიდან გაუშვებს. ციფრულმა საფულემ VASP-ის ლიცენზია აპრილში მიიღო. სებ-ში რიგით №6 რეგისტრირებული კრიპტო ოპერატორი სასტარტო თვეში 1 000 იუზერის მომსახურებას ვარაუდობს.  

როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) დამფუძნებელმა ნიკა ყოლბაიამ განაცხადა, ვასპის პლატფორმა Coinet.ge წარმოადგენს fiat gateway-ს, რომლითაც მომხმარებელს, საერთაშორისო ბირჟებიდან თანხის მარტივად განაღდება შეეძლება, საბანკო ანგარიშზე.

პროვაიდერი ასევე გამოიყენებს web 3 ტექნოლოგიას, განაღდების და defi wallet-ის შესავსებად. მისი თქმით, ვასპის კონკურენტულ უპირატესობას უზრუნველყოფს ეს მაღალი ტექნოლოგიები, რომელიც ციფრულ სისტემაში ბარათებს და სხვა მოძველებულ ინსტრუმენტებს ანაცვლებს.

კრიპტოტექ სოლუშენი რეგისტრირებულ VASPs-ს შორის ერთ-ერთია, რომელიც ბაზარზე სტარტს ახლა იღებს.

ამ დროისთვის ლიცენზირებულია 12  პროვაიდერი.

ციფრული საფულის  სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5 000 ლარია. კრიპტო აქტივების სავაჭრო პლატფორმების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურება. VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.

პროვაიდერების ინფორმაციით, ციფრული ვალუტებიდან ყველაზე მოთხოვნადი ბიტკოინი, რიპლი, ეთერიუმი და USDT -ა. 

 

წყარო: ბიზნესპარტნიორი.