თბილისი (GBC) – კრიპტობაზრის მსოფლიო ბაზრის კაპიტალიზაციამ $3,2 ტრილიონს გადააჭარბა – დონალდ ტრამპის აშშ–ის პრეზიდენტად არჩევამ უბიძგა მოლოდინებს, რომ ნაკლებად მკაცრი რეგულაციები შეერთებულ შტატებში აქტივების ამ კლასში ბუმს გამოიწვევს. ამის შესახებ სააგენტო REUTERS წერს. 

CoinGecko–ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების გლობალური ბაზრის კაპიტალიზაციამ $3,2 ტრლნ–ს ხუთშაბათს გადააჭარბა.

ამ დროისთვის ბიტკოინი 1,34%–ით არის გაძვირებული და $89 828 ღირს. ეთერიუმმა ბოლო დღე–ღამეში 1,24%–ით მოიმატა და მისი ფასია $3 193,16.