თბილისი (GBC) – საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე დოლართან მიმართებით რუბლის კურსი ვარდნაშია და ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისთვის 1 აშშ დოლარი 100,2 რუბლი ღირს.
რუბლი ამ ნიშნულამდე ბოლოს გასული წლის ოქტომბერში იყო გაუფასურებული.
თბილისი (GBC) – საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე დოლართან მიმართებით რუბლის კურსი ვარდნაშია და ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისთვის 1 აშშ დოლარი 100,2 რუბლი ღირს.
რუბლი ამ ნიშნულამდე ბოლოს გასული წლის ოქტომბერში იყო გაუფასურებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს.კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა მ.დ. დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
1732181685
კერძოდ ქალაქ თბილისში აღმაშენებლის გამზირზე 94.25PM10 მკგ/მ3-ია აღნიშნული მაჩვენებელი 50-დან ზემოთ უკვე ცუდ ხარისხად ითვლება და 51.26 PM2.5 მკგ/მ3, ამ შემთხვევაში კი 50-ზე ზემოთ მაჩვენებელი უკვე ძალიან ცუდ ხარისხად ითვლება.ქალაქ თელავში კვირიკე დიდის ქუჩაზე 60.25PM10 მკგ/მ3-ია, და 50.95 PM2.5 მკგ/მ3.ქალაქ რუსთავში ბათუმის ქუჩაზე მაჩვენებლები 73.60PM10 მკგ/მ3-ია 52.09PM2.5 მკგ/მ3-ია.PM დამბინძურებლები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 10 მკ-ზე)და PM2. 5 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 2.5 მკ-ზე).აღნიშნულ მცირე ნაწილაკებს რამდენიმე წყარო აქვს ესაა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზეგავლენას, აღნიშნულმა ნაწილაკებმა სასუნთქი სისტემისა და თვალების გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს.
1732180129
„ბარდასის“ ისტორია თორმეტი წლის წინ დაიწყო, როცა მისმა მეპატრონემ, დავით ბარდაძემ ნაქირავები ფართითა და 700-ლარიანი კაპიტალით საკანცელარიო მაღაზია გახსნა. წარმატების გზა მარტივი არ ყოფილა, ბიზნესი, წლებთან ერთად გაიზარდა, განვითარდა და ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.2019 წელს, თიბისის მხარდაჭერით, დავით ბარდაძემ მიწა შეიძინა და საკუთარი კომერციული ფართი ააშენა. 140 მ² შენობის შევსება მარტივი არ აღმოჩნდა. ამიტომ, დახმარებისთვის ისევ თიბისის მიმართა და ბიზნესესხით სარეალიზაციო საქონელი შეიძინა.დავითი მაღაზიას მეუღლესთან ერთად უძღვება და დამატებით, კიდევ ოთხი თანამშრომელი ჰყავს.გრძელვადიან გეგმებში ონლაინ მაღაზიის ამუშავებას მოიაზრებს, თუმცა მანამდე, „ბარდასის“ გაფართოებას და მეორე სართულის აშენებას, ასევე ბაკურიანში ფილიალის გახსნას გეგმავს.
1732178554
სანმა ამ ინსტალაციას კულტურული ფენომენი უწოდა, რომელიც „ხელოვნების სამყაროებს, მემებს და კრიპტოვალუტის საზოგადოებას ერთმანეთთან აკავშირებს“ და დასძინა, რომ ბანანს, „როგორც ამ უნიკალური სამხატვრო გამოცდილების უნიკალურ ნაწილს უახლოეს მომავალში შეჭამს და ამით პატივისცემას დაადასტურებს მისი ადგილისადმი როგორც ხელოვნების ისტორიაში, ისე პოპკულტურაში“.The New York Times წერს, რომ Sothebyʼs–ზე თავდაპირველად ამ ინსტალაციის გაყიდვა $1,5 მილიონად იგეგმებოდა. ნამუშევარი მფლობელს ნამდვილობის სერტიფიკატითა და ინსტრუქციით გადაეცემა, სადაც აღწერილია, როგორ უნდა შეცვალოს ბანანი, როდესაც იგი დალპება.აუქციონის სახლმა იტალიელი მხატვრის მაურიციო კატელანის ყველაზე ცნობილი და პროვოკაციული ნამუშევრის Comedian გასაყიდად გამოტანა ოქტომბერში დააანონსა.თეთრ კედელზე, იატაკიდან 160 სანტიმეტრის სიმაღლეზე ვერცხლისფერი სკოჩით მიმაგრებული ბანანის ინსტალაცია მაურიციო კატელანმა 2019 წლის დეკემბერში წარმოადგინა მაიამიში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე Art Basel. ავტორმა ამ ნამუშევარს კომედიანტი უწოდა. ამ ნამუშევრის გამოფენის შემდეგ გალერეამ Perrotin Gallery კატელანის სამი ბანანი გაყიდა, თითოეული 120–150 ათას დოლარად. გალერეაში წარმოდგენილი კიდევ ერთი ბანანი კი სხვა მხატვარმა, დევიდ დათუნამ შეჭამა.რაც შეეხება დევიდ დათუნას, იგი თბილისში 1974 წელს დაიბადა და მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი მხატვარი იყო. 2011 წელს მის მიერ დახატული ვლადიმირ პუტინის პორტრეტი სახელწოდებით „პუტინი – მონა ლიზა“ $269 ათასად გაიყიდა, ხოლო მის მიერვე შესრულებული ინსტალაცია „სტივ ჯობსი“ $210 ათასად შეიძინეს. მოსკოვში კი მისი ინსტალაცია „ვოდიანოვა – მილიონების სიყვარული“ 600 000 ევროდ გაიყიდა. დევიდ დათუნა 2022 წლის 24 მაისს გარდაიცვალა.
1732177714
„გმადლობთ, ძვირფასო ჯოზეფ ბორელ თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.საქართველოს პრეზიდენტმა კაია კალასს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნაც მიულოცა.„გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე შთამაგონებელია კიდევ ერთი ლიდერი ქალი, საქართველოს ძვირფასი მეგობარი და ჩვენი ევროპული გზის მხარდამჭერი, როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი.„ვულოცავ კაია კალასს რთულ საერთაშორისო ლანდშაფტში ნავიგაციისთვის ახალი პერსპექტივების და ძლიერი ხელმძღვანელობის შემოტანას“, - დაწერა პრეზიდენტმა.ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მარტა კოსს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.„ვულოცავ მარტა კოსს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისრის პოსტზე დანიშვნას. გადამწყვეტი როლი ევროკავშირის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ქართველები იბრძვიან თავიანთი ევროპული ხმის დასაცავად. წარმატებებს ვუსურვებთ მას ინტეგრაციის კუთხით წინსვლაში. დარწმუნებული ვარ, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მალე გაერთიანდებიან ევროკავშირის ოჯახის ქვეშ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
1732176930
იანვარ–სექტემბრის პერიოდში kaspi–ს წმინდა მოგება 23%–ით გაიზარდა და 740,4 მილრდ ტენგე ($1,5 მლრდ) შეადგინა.კომპანიამ Kaspi.kz, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელით ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძეა, ამერიკულ ბირჟაზე Nasdaq $1,04 მლრდ–ის ფასიანი ქაღალდები იანვარში განათავსა.
1732175430
„გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი ფულადი თანხის გადაცემის შემთხვევაში, ისინი მიიღებდნენ მაღალ საპროცენტო სარგებელს.გამოძიების მიმდინარე ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ თანხას, ჯამში – 620 584 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.უწყება აღნიშნავს, რომ „ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”.
1732174310
ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ომის მიმდინარეობას არსებული ცნობებით, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.ომის დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 74 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. ფრონტის ხაზი დღეისთვის 1000 კილომეტრზე მეტია.
1732174139