თბილისი (GBC) - "მყისიერ გაუფასურებას არ ველოდებით, არც უნდა ველოდით", - ნათია თურნავამ საზმაუზე (ბიზნესპარტნიორში) განაცხადა, რომ დოლართან ლარის გაუფასურება კრიტიკული არ არის.

სულ რაღაც 5%, 6%-ია. მიზეზი გარე წნეხია, დოლარის გლობალური გამყარების გამო, ლართან და ყველა სხვა ვალუტასთან. რასაც ვერ გავექცევით.

შიდა წნეხი კი დიდ გავლენას არ ახდენს, წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, - მან პარალელი გაავლო შემოდგომის გამოწვევებზე, რაც დოლარის ხისტი შესყიდვით გამოიხატა და საჭირო გახდა ზედამხედველის ჩარევა.

თურნავამ აღნიშნა, რომ მის წინამორბედებს ლარის კურსზე საუბარი უჭირდათ. მან კი კურსზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ლარი ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში.

"ხელოვნურად არ ვერევით, არასდროს დაგვიმალავს", - მისი თქმით, წინასაარჩევნოდ ბაზარზე სებ-ის ცარევა აუცილებელი იყო. შესაბამისად რეზერვების დახარჯვა, გაურკვევლობით განპირობებული გაუარესებული მოლოდინების გამო. იმ პერიოდში ბიბნესმა შეისყიდა დოლარი არა საჭიროებისთვის არამედ გადასაზღვევად. ასევე ინვესტორებმა დივიდენდი გაიტანეს, რაც ასევე ბუნებრივია. 

"ამიტომაც ჩავერიეთ. შემდეგ უფრო ძვირი დაგვიჯდებოდა. დღეს რისკი აღარ არის", - მისი ინფორმაციით, ვალუტა ბანკებსაც მოატანინეს (როგორც იცით სარეზერვო მოთხოვნა გაიზარდა) რაც ასევე ბუნებრივი პროცესია,  

არ მიაჩნია, რომ რეზერვების მოცულობა კრიტიკულ ზღვარზეა. რეზერვები იმიტომაც გროვდება, რომ  საჭიროებისას შესაძლებელი გახდეს სისტემისთვის ერთჯერადად ლიკვიდობის მიწოდება.