თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-ის (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) დირექტორთა საბჭომ აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა ₾98 მლნ-ით გააფართოვა.  

პროგრამა შეესაბამება ჯგუფის კაპიტალის განაწილების პოლიტიკას, რომლის მიზანია წლიური მოგების 30-50%-ის ფარგლებში დივიდენდის/აქციების გამოსყიდვის კოეფიციენტის შენარჩუნება.

პროგრამა უახლოეს პერიოდში დაიწყება და დასრულდება არაუგვიანეს კომპანიის 2026 წლის საერთო კრების (სავარაუდოდ 2026 წლის მაისში). ჯგუფი აქციებს ღია ბაზარზე გამოისყიდის, რომლის მიზანიც სააქციო კაპიტალის შემცირებაა.

დაბრუნებული აქციები ყოველთვიურად გაუქმდება.

პროგრამის ფარგლებში გამოსყიდული აქციების მაქსიმალური ოდენობა 4,338,620-ია. პროგრამის მმართველად ჯგუფმა Cavendish Capital Markets Limited-ი დანიშნა.

დახურული პერიოდების განმავლობაში კომპანიასა და მის დირექტორებს არ ექნებათ უფლებამოსილება პროგრამაში ცვლილებების შეტანის, და ის სრულად განხორციელდება Cavendish-ის დისკრეციით.