თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-მა (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) ინვესტორებისთვის კუმულაციური დივიდენდის შესახებ განაცხადა, 31 მარტისა და 30 ივნისის მდგომარეობით.
წლის პირველი ნახევრის დივიდენდი თითო ჩვეულებრივ აქციაზე ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში გაიცემა. დივიდენდის გადახდა განხორციელდება 2025 წლის 10 ოქტომბერს იმ აქციონერთათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან კომპანიის წევრთა რეესტრში 2025 წლის 26 სექტემბრისთვის.
გადახდისას გამოყენებული ₾/£ კონვერტაციის კურსი საქართველოს ეროვნული ბანკის საშუალო გაცვლით კურსზე იქნება დაფუძნებული, რომელიც დადგინდება 2025 წლის 22 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით (5 დღის საშუალო). დივიდენდის გადასახდელი კურსის დადგენის თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 26 სექტემბერი.
შეგახსენებთ, ბოლოს FLG-მ 2024-ის საბოლოო დივიდენდი 18 ივლისს, თითო ჩვეულებრივ აქციაზე ₾5.62 გაანაწილა.