თბილისი (GBC) - სებ-ში რეგისტრაციაზე ზედამხედველის დასტური კიდევ ერთმა ციფრულმა საფულემ (VASP) მიიღო.

რეგისტრაცია გაიარა კრიპტოტექ სოლუშენმა, რომელიც coinet პლატფორმით ოპერირებს. ახლადრეგისტრირებულებთან ერთად, სებ-ის ბაზაში უკვე 6 VASP-ია, მათ შორისაა ბიტანიკა, კრიპტომატი, კრიპტალი, ბიტექსჩეინჯი და მაიქოინსი, PSP იმანის შვილობილი, ციფრული საფულე.

კრიპტობირჟების და კრიპტოაპარატების პროვაიდერების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურება. VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.

ციფრული საფულის (VASP (ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი) სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5 000 ლარია. (ბოზნესპარტნიორი)

>>>გაიგე მეტი