თბილისი (GBC) - კროპტობაზარი ერთმა მოვაჭრემ დატოვა. გაუქმდა შერი (სრული დასახელება "შერ888").
შერი (კომერციული დასახელება "შერიფ კრიპტო გადაცვლა" ) VASP_-ებს შორის ამ დროისთვის პირველი და ერთადერთი დაჯარიმებულია და გაუქმებული, საქმიანობის არასრული 2 წლის თავზე.
შერიფი გაუქმებამდე სებ-მა 465 000 -ით დააჯარიმა, რამდენიმე დარღვევისთვის, მ.შ. არ ამონიტორინგებდა. კლიენტს შემოსავლის შეუსწავლელად ემსახურეოდა, ტრანზაქციების მიზნობრიობას არ ადგენდა და არც ვირტუალური აქტივის მომსახურე პროვაიდერის (vasp) ვირტუალური აქტივის წარმომავლობას.
ძირითადად კრიპტომოვაჭრეების უმრავლესობა ბირჟის პლატფორმას ირჩევს. თუმცა არიან საოფისეებიც, შერი ამ კატეგორიას განეკუთვნებოდა და შესაბამისად ოფისში (პეკინის გამზ. თბილისი) სალაროთი ემსახურებოდა კლიენტს.
ციფრული საფულეები, იგივე VASP-ებ ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციებს, საოპერაციო, ე.წ. ცხელი საფულის მეშვეობით ასრულებს. არსებობს ცივიც, ე.წ. Ledger, რომელსაც ფინტექ წრეებში მარტივ საფულედ მოიხსენიებენ. ციფრულია, თუმცა ნაკლებად მოდერნიზებული. გარკვეული პროცედურები ხელით სრულდება და კლიენტთა ის ნაწილი ირჩევს, ვისაც ჰგონია, რომ უახლეს ვერსიებზე უფრო უსაფრთხოა და თავს მეტად დაცულად გრძნობს.
მარეგულირებელი ნაღდზე მომუშავე პროვაიდერსაც იგივე მოთხოვნებს უწესებს, VASP-ს პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.კ ლიენტის ვერიფიკაციისთვის და კრიპტო wallet სკრინინგისთვის.
აშკაშიძეები (შერიფის დამფუძნებლები) რამდენიმე ციფრულ ვალუტის, მ.შ. ეთერიუმის და ბიტკოინის კონვერტაციაზე მუშაობენ, ძირითადად ციფრული დოლარს USDT ხურდავდებოდა ლარში და აშშ დოლარში (და პირიქით).
ამ დროისთვის სებ-ში 40 ვასპია რეგისტრირებული. ბოლო ლიცენზია ვნისში დიჯითალ ესეტსმა მიიღო.
VASPs რეესტრი