თბილისი (GBC) – გალთ & თაგარტის 14–18 ოქტომბრის კვირის მიმოხლვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები პლუსშია – წინა კვირასთან შედარებით ყველაზე მაღალი ზრდა (5,5%) თიბისიმ აჩვენა,

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 41.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.91% წინა კვირასთან შედარებით და +4.57% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 221 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.40 - 41.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.50% წინა კვირასთან შედარებით და -0.54% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 260 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.30 - 27.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.00% წინა კვირასთან შედარებით და +8.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 262 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.94 - 10.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.