თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 11–15 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციებით ვაჭრობა პარასკევს წითელ ზონაში ჩაიხურა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 108.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.72% წინა კვირასთან შედარებით და -2.87% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 291 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 104.90 - 111.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.78 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.80% წინა კვირასთან შედარებით და - 8.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 341 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.70 - 47.68 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 40.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.13% წინა კვირასთან შედარებით და -0.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 561 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.60 - 40.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 75 ათასი აქცია შეადგინა.