თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 28 აპრილი – 2 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები სოლიდურ ზრდას განიცდის როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 60.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.48% წინა კვირასთან შედარებით და +9.58% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 318 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 57.30 - 62.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.30% წინა კვირასთან შედარებით და +11.11% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 511 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.65 - 48.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 105 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 16.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.66% წინა კვირასთან შედარებით და +7.14% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 621 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.98 - 16.88 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 106 ათასი აქცია შეადგინა.