თბილისი (GBC) –  გალტ & თაგარტის 23–27 მარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები დავარდნილია წინა კვირასთან შედარებით. წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით მცირედ პლუსში მხოლოდ Georgia Capital-ის აქციები გავიდა. 

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 92.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.25% წინა კვირასთან შედარებით და - 9.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.17 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 90.85 - 100.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 112 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 40.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.63% წინა კვირასთან შედარებით და - 13.93% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 398 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.00 - 43.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 71 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 34.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.15% წინა კვირასთან შედარებით და +1.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 297 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.45 - 37.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.