თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 3–7 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალიუსტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები მკვეთრ ვარდნას აჩვენებს. ყველაზე მეტს თიბისი ბანკის ჯგუფი კარგავდა – 12%–ზე მეტს.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 75.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.25% წინა კვირასთან შედარებით და -1.62% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 184 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 75.30 - 80.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 38.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -12.06% წინა კვირასთან შედარებით და -14.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 819 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.50 - 44.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 105 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 25.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.28% წინა კვირასთან შედარებით და +6.14% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.80 - 26.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.