თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 9–13 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან, წინა კვირასთან შედარებით, ორის აქციები გავიდა მინუსში, ერთი კი მწვანე ზონაში დარჩა. წინა თვესთან შედარებით სამივე კომპანია პლუსშია.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 97.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.95% წინა კვირასთან შედარებით და +3.74% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 213 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 95.30 - 100.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 42.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.35% წინა კვირასთან შედარებით და +8.42% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 347 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.05 - 43.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 74 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 33.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.84% წინა კვირასთან შედარებით და +5.57% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 331 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.35 - 34.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.