თბილისი (GBC) – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟენევის სამმხრივი მოლაპარაკებების წინ განაცხადა, რომ უკრაინისთვის უკეთესი იქნება რუსეთთან „სწრაფად მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას“. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„დიდი მოლაპარაკებებია. ეს იქნება ძალიან მარტივი“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ „უკრაინისთვის აჯობებს სწრაფად მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას“.
„ეს არის ყველაფერი, რასაც მათ ვეტყვი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
16 თებერვალს საღამოს უკრაინული დელეგაცია ჟენევაში ჩავიდა.
წინა რაუნდის შემდეგ რუსულ მხარეს ცვლილებებია – მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით ომის შესაძლო შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პროცესი რუსეთის მომლაპარაკებელთა გუნდში მომხდარი ცვლილებების გამო არ შეფერხდება.