თბილისი (GBC) - მისო კრისტალმა 2024 წელი 21 მლნ ლარის მოგებით დაასრულა.
IV კვარტლის მოგება 5.6 მლნ ლარია. საანგარიშო წლის ბოლო კვარტალში 30 მლნ-ზე მეტით არის გაზრდილი მისოს საპროცენტო შემოსავლები.
წლის ბოლოს საკრედიტო პორტფელმა ნახევარ მილიარდს გადააჭარბა. კრისტალის პორტფელი ძირითადად საცალო სესხებითაა წარმოდგენილი, მათ შორის ფიზიკურ პირებს ბიზნესის დაფინანსებისთვისაც აქვს აღებული.
01.01.2025-ის მდგომარეობით, 16,8 მლნ ლარამდეა აგროსესტორის დაკრედიტებით მისოს მიღებული შემოსავალი (Q3/2024 - 12,4 მლნ) და 22 მლნ-მდეა ვაჭობა-მომსახურების სექტორის დაფინანსებიდან (Q3/2024- 16,162,503).
ყველაზე მეტი, 65,2 მლნ ლარამდე ამონაგები სამომხმარებლო დაკრედიტებიდანააა. (Q3/2024 - 47,834,822)
კრისტალი ბანკად ტრანსფორმაციისთვის მზადაა, სებ-ის ლიზენზიის მოლოდინში.
მიკრობანკად გარდაქმნის მთავარი მოთხოვნა იყო რეალური ბიზნესის დაკრედიტება, რასაც 33 მისოდან, მხოლოდ 2-3 მისო აკმაყოფილებს და მათ შირისაა კრისტალიც (MBC-იმ საბანკო ლიცენზია უკვე მიიღო). დანარჩენი ორგანიზაციები ძირითადად ლომბარდია, მ.შ. ყველაზე მსხვილი ლომბარდი -რიკო.
|
2024 |
Q3.2024 |
აქტივები |
573,885,583 |
545,379,028 |
სესხები |
514,043,291 |
483,006,690 |
საპროცენტო შემოსავლები |
125,548,760 |
92,717,852 |
მ.შ. ჯარიმა-საურავებიდან |
6,138,397 |
4,338,943 |
წმინდა მოგება |
21,073,985 |
15,474,807 |
წყარო: BRG