თბილისი (GBC) - საბანკო სექტორი საკრედიტო აქტივობის ზრდას 18.6%-ის ფარგლებში ინარჩუნებს. მაისიდან, მაჩვენებელი 19%-იდან, 17.7%-მდე ჩამოვარდა, შემდეგ კი ზრდა დასტაბილურდა. წლიურმა მაჩვენებელმა თანდათან მოიმატა.

საგაზაფხულო ტრენდი, ბიზნესდაკრედიტების აქტივობის შეცვლილია.  სებ-ი დაკრედიტების მდგრადობის შეფასებისას, აცხადებდა, რომ დაკრედიტების ზრდა ძირითადად ბიზნესის დაფინანსების მატების ხარჯზე იყო.

სებ-ის სტატისტიკით, მსხვილი ბიზნესისთვის აგვისტოში გაცემული სესხების მოცულობა 1.099 მლრდ ლარამდეა შემცირებული, როცა ივლის /ივნისში 1.7 მლრდ-1.7 მლრდ -ის გაცემები იყო. აგვისტოში შემცირებულია მცირე ბიზნეს სესხებიც, 1.63 მლრდ-დან, 1.48 მლრდ ლარამდე.

მ.შ. მსხვილი ბიზნესის თვის აქტივობა თითქმის განახევრებულია, უცხოურ ვალუტაში. 662 მლნ ლარიდან 354 მლნ ლარამდე. მცირე და საშუალო ბიზნესი, კი, აგვისტოში სექტორმა 736 მლნ ლარით (ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) დააკრედიტა (07/2024 – 790 მლნ).

ბაზარი აგვისტოს ტრენდს წინასაარჩევნო მოლოდინითაც ხსნის.  თუმცა ზოგის აზრით, ბიზნესის ქცევას ირივე შემთხვევაში აქვს გამართლება. ერთი კომპანია მიიჩნევს, რომ მოსწრება და აღება ჯობს. მე-2 და მე-3 მიიჩნევს რომ ოქტომბრის ბოლომდე თავშეკავება უმჯობესია.

სექტემბრის მდგომარეობით, ბიზნესსესხების მთლიანი პორტფელი 33.4 მლრდ ლარამდეა. მ.შ. მსხვილის 10.5 მლრდ ლარს აღემატება. (წყარო:BRG)