თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, „ბაზარი ორბელიანზე“ (ვეკუას 3) ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 

ღონისძიება საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

გამოფენა-გაყიდვა ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას  ისახავს მიზნად. მასზე წარმოდგენილი იქნება საკვები პროდუქტები, ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები.

გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან 20:00-მდეა.  ფიზიკური პირი, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით პროდუქციის შეძენისას 30% ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).

შეთავაზების მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალით სარგებლობა. ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება.

შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ობიექტებში გადახდისას:

 

·         LILE

·         Rcheuli

·         Akhvlediani ceramics

·         Lecobs

·         Tilisma

·         Lucy's Toys • ლუსის სათამაშოები

·         კომბლე

·         MaNo - Leather accessories

·         Strawberro

·         თვითშემეცნებითი დღიურები

·         myceramics

·         მაკულინას ხელნაკეთი სათამაშოები

·         BE

·         RAMA

 საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დაბაზარი ორბელიანთანპარტნიორობის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანიერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.

 შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს