თბილისი (GBC) –  რუსეთთან ვალუტის ბრუნვა გაზრდილია. ფულადი გადმორიცხვები ოქტომბერში 44%-ით არის გაზრდილი, გადარიცხვები 46%-ით (m.m). 

სებ-ის სტატისტიკით, ევროკავშირის ქვეყნებიდან კლებაა, თვიურად 1.4%-ით (-1.35%Y.Y). მ.შ გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და საბერძნეთიდან. ესპანეთიდან ფულადი გზავნილები გაზრდილია ($7.7 მლნ. +5%m.m).

საანგარიშო თვეს, სექტემბრის კლების შემდეგ აშშ-დან ტრანსფერები გაზრდილია და დონორებში კვლავ ლიდერობს, 22.6% წილით (+10%Y.Y).

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 77.4% იმ უმსხვილეს 7 ქვეყანაზე  მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში 11 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. მ.შ. არის რუსეთიც, საიდანაც ოქტომბერშუ $11.2 მლნ შემოვიდა.

 

                                 

10/2026    09/2026

აშშ

65.093     63.395

 

იტალია

52 404     53.974

 

გერმანია

30 474     30.643

 

საბერძნეთი

26 933     27.572

 

ისრაელი

25 819     26.301

 

თურქეთი

11 427     11.336

 

 

 

 $ მლნ