სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტები 2.5-ჯერ შემცირდა
ძირითადი მიგნებები 2025 წელს
სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსულობები 2.3 მლრდ ლარით
გაიზრდება და 26.9 მლრდ ლარს
მიაღწევს. ასეთ მატებას
საგადასახადო
შემოსავლების 2.1 მლრდ ლარით
ზრდა განაპირობებს; 2023
წელთან შედარებით, 2024 წელს
საქართველოს მთავრობა
დასავლეთს ქვეყნებისგან 91
მლნ ლარით ნაკლებ გრანტს
მიიღებს. ცალკე აღებული
ევროკავშირის გრანტი 92 მლნ
ლარით მცირდება და მხოლოდ 15
მლნ ლარი იქნება. 2025 წელს
მთავრობა დასავლეთის
ქვეყნებისგან მხოლოდ 60 მლნ
ლარის გრანტს მიიღებს, რაც
ბოლო 20 წლის მინიმალური
მაჩვენებელია; 2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის
მთლიანი ხარჯი
(გადასახდელები) 27 მლრდ ლარი
იქნება, რაც 2024 წლის
ბიუჯეტის ხარჯებზე 2 მლრდ
ლარით მეტია; ყველაზე მეტად
3 სამინისტროს ბიუჯეტი
იზრდება: ჯანდაცვის
სამინისტროს ბიუჯეტი 871 მლნ
ლარით იზრდება და 8.7 მლრდ
ლარი ხდება, განათლებისა
სამინისტროს ბიუჯეტი 377 მლნ
ლარით იზრდება და 2.9 მლრდ
ლარი ხდება, თავდაცვის
სამინისტროს ბიუჯეტი 220 მლნ
ლარით იზრდება 1.6 მლრდ ლარი
ხდება; მნიშვნელოვნად
მხოლოდ რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს ბიუჯეტი
მციდება - 255 მლნ ლარით.
კლებას ჩქაროსნული
ავტომაგისტრალების
მშენებლობის დაფინანსების
შემცირება განაპირობებს;
საჯარო სექტორში
დასაქმებულთა ხელფასი სულ
მცირე 10%-ით იზრდება.
ხელფასების ზრდა შრომის
ანაზღაურებაზე წლიურად
გამოყოფილი თანხის 336 მლნ
ლარით მატებას იწვევს;
საჯარო სექტორში
დასაქმებულთა რაოდენობა
1,160-ით იზრდება. ყველაზე
მეტად შინაგან საქმეთა
სამინისტროს სისტემაში
დასაქმებულთა რაოდენობა
იზრდება - 1,204-ით. 35-ით იზრდება
ანტიკორუფციულ ბიუროში
დასაქმებულთა რაოდენობა; 2025
წლიდან 70 წლამდე პირთა
პენსია 20 ლარით იზრდება და 335
ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი
წლის პირთა პენსია 35 ლარით
მოიმატებს და 450 ლარი
გახდება. პენსიის ზრდა
ბიუჯეტის ხარჯების 490 მლნ
ლარით ზრდას იწვევს;
ბიუჯეტის დეფიციტი 2.3 მლრდ
ლარი (მშპ-ის 2.3%) იქნება; 2025
წელს მთავრობა 3.6 მლრდ
ლარამდე ვალს აიღებს. 2025
წლის ბოლოს მთავრობის ვალი
35.8 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც
პროგნოზირებული მშპ-ის 36.8%
იქნება. 2024 წელთან
შედარებით, ვალის მშპ-თან
ფარდობის მაჩვენებელი 0.3%
პუნქტით იზრდება.
სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსულობები2025 წელს
საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსულობები 26.9
მლრდ ლარი იქნება, რაც 2024
წლის ბიუჯეტის
შემოსულობებზე 2.3 მლრდ
ლარით (9%-ით)
მეტია.შემოსულობების
ზრდაში ყველაზე დიდი
წვლილი საგადასახადო
შემოსავლების ზრდას
შეაქვს, რომელიც 2025 წელს 2.1
მლრდ ლარით გაიზრდება და 21.2
მლრდ ლარი გახდება. მათ
შორის, 830 მლნ ლარით იზრდება
საშემოსავლო გადასახადით
მისაღები თანხა. 671 მლნ
ლარით - დამატებული
ღირებულების გადასახადით
(დღგ), ხოლო 210 მლნ ლარით -
მოგების გადასახადით
მისაღები
თანხა.საერთაშორისო
ორგანიზაციებისგან და
მთავრობებისგან მისაღები
გრანტები 91 მლნ ლარით
მცირდება. ყველაზე დიდი
კლება ევროკავშირის მიერ
გამოყოფილ გრანტებშია. 2025
წელს საქართველოს
მთავრობა ევროკავშირისგან
15 მლნ ლარის გრანტს მიიღებს,
რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 92
მლნ ლარით ნაკლებია.
ევროკავშირის 15 მლნ გრანტი
აჭარის სოფლების
წყალმომარაგების პროექტზე
და ვარდნილისა და ენგურის
ჰიდროელექტროსადგურების
რეაბილიტაციაზე
დაიხარჯება.
ევროკავშირისგან აღარ
დაფინანსდება ისეთ
პროგრამები, როგორებიცაა:
ტერიტორიული განვითარება,
დასაქმების ბაზრის
განვითარება, სოფლის
მეურნეობის განვითარება
და ა.შ.ბიუჯეტის
გადასახდელები2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის
გადასახდელები 27 მლრდ ლარი
იქნება, რაც 2024 წლის
ბიუჯეტის გადასახდელებზე 2
მლრდ ლარით (8%-ით)
მეტია.ყველაზე მეტად - 893 მლნ
ლარით სოციალური ხარჯები
იზრდება და ჯამში 8.4 მლრდ
ლარს შეადგენს. მათ შორის, 4.4
მლრდ ლარი პენსიაზე
დაიხარჯება. 2025 წლიდან 70
წლამდე პირთა პენსია 20
ლარით იზრდება და 335 ლარი
ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის
პირთა პენსია 35 ლარით
იზრდება და 450 ლარი ხდება.
სოციალურ დახმარებაზე
გამოყოფილი თანხა 113 მლნ
ლარით იზრდება. მკვეთრად
გამოხატული და 18 წლამდე შშმ
პირების დახმარება 35 ლარით,
ხოლო დანარჩენი
კატეგორიის შშმ პირთა
დახმარება 20 ლარით
იზრდება.ადმინისტრაციული
ხარჯები, რომლებიც საჯარო
სექტორის შრომის
ანაზღაურებას და საქონლის
და მომსახურების
შესყიდვას მოიცავს, 548 მლნ
ლარით იზრდება. შრომის
ანაზღაურებაზე 2.9 მლრდ ლარი
(ზრდა 336 მლნ) დაიხარჯება,
ხოლო საქონლის და
მომსახურების შესყიდვაზე
2.4 მლრდ ლარი (ზრდა 212 მლნ).
საჯარო სექტორში
დასაქმებულთა
თანამდებობრივი სარგო 10%-ით
იზრდება და თვეში მინიმუმ
1,460 ლარი იქნება.საჯარო
სექტორში დასაქმებულთა
რაოდენობა 1,160-ით იზრდება,
რაც ასევე განაპირობებს
შრომის ანაზღაურებაზე
გამოყოფილი თანხის
მატებას. ყველაზე მეტად
შინაგან საქმეთა
სამინისტროს სისტემაში
დასაქმებულთა რაოდენობა
იზრდება - 1,204-ით. 35-ით
გაიზრდება ანტიკორუფციულ
ბიუროში დასაქმებულთა
რაოდენობა და 121
მიაღწევს.სოციალური
ხარჯების შემდეგ ყველაზე
მეტი თანხა - 6.1 მლრდ ლარი
კაპიტალურ პროექტებზეა
გამოყოფილი, რაც 2024 წლის
მაჩვენებლის 56 მლნ ლარით
ნაკლებია.უწყებები და
პროგრამები, რომელთა
დაფინანსება
მნიშვნელოვნად იცვლება2025
წლის ბიუჯეტის პროექტის
მიხედვით, 2024 წელთან
შედარებით, ყველაზე მეტად -
871 მლნ ლარით ჯანდაცვის
სამინისტროს დაფინანსება
იზრდება და 8.7 მლრდ ლარს
აღწევს. კერძოდ, პენსიის
ხარჯი 490 მლნ ლარით იზრდება
და 4.4 მლრდ ლარს მიაღწევს.
მიზნობრივი ჯგუფების
სოციალურ დახმარებაზე
გამოყოფილი თანხა 113 მლნ
ლარით იზრდება. ჯანდაცვაზე
გამოყოფილი თანხა 234 მლნ
ლარით იზრდება და 1.9 მლრდ
ლარი იქნება.377 მლნ ლარით
იზრდება განათლების
სამინისტროს ბიუჯეტი და ის
2.9 მლრდ ლარს გაუტოლდება.
ზრდა ძირითადად საჯარო
სკოლებზე მოდის. 2024 წლის
ივლისიდან მასწავლებლების
უმეტესობას ხელფასი
გაეზარდათ. 2025 წელს
მომატებულ ხელფასს მთელი
წლის განმავლობაში
აიღებენ, რაც სკოლების
დაფინანსების
მნიშვნელოვნად ზრდას
იწვევს.თავდაცვის
სამინისტროს ბიუჯეტი 220 მლნ
ლარით იზრდება და 1.6 მლრდ
ლარი იქნება. სამინისტროს
ბიუჯეტის ზრდას ძირითადად
ხელფასების 10%-ით მატება
განაპირობებს.ეკონომიკისა
სამინისტროს ბიუჯეტი 199 მლნ
ლარით იზრდება და 1 მლრდ
ლარს აღწევს. ზრდას
ძირითადად ორი პროგრამის
დაფინანსება
განაპირობებს: სახელმწიფო
ქონების მართვის 103 მლნ
ლარით ზრდა და
ინფრასტრუქტურის
განვითარების 60 მლნ ლარით
ზრდა. სახელმწიფო ქონების
მართვის სააგენტოს
ანაკლიის პორტის
მშენებლობის დაწყებისთვის
150 მლნ ლარი გამოეყო.შინაგან
საქმეთა სამინისტროს
ბიუჯეტი 90 მლნ ლარით
იზრდება. ზრდას
პოლიციელების ხელფასის
10%-ით მატება
განაპირობებს.მნიშვნელოვნად
მხოლოდ რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს ბიუჯეტი
მცირდება - 255 მლნ ლარით.
კლებას ჩქაროსნული
ავტომაგისტრალების
მშენებლობის დაფინანსების
შემცირება
განაპირობებს.ბიუჯეტის
დეფიციტი და სახელმწიფო
ვალი2025 წელს სახელმწიფო
ბიუჯეტის დეფიციტი 2.3 მლრდ
ლარი იქნება, 2024 წელთან
შედარებით 107 მლნ ლარით
ნაკლები. 2025 წლისთვის მშპ-ის
მიმართ დეფიციტი 2.3% იქნება.
2024 წლის ბიუჯეტში
ანალოგიური მაჩვენებელი
2.6%-ია.2024 წელს სახელმწიფოს
ერთიანი ბიუჯეტის მთლიანი
უარყოფითი სალდო, რომელიც
ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების
ბიუჯეტებსაც მოიცავს, 2.4
მლრდ ლარი იქნება, რაც
მშპ-ის 2.5%-ს
შეადგენს.საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველოს მტკიცებით,
მიუხედავად იმისა, რომ
ბიუჯეტის დეფიციტი
კანონით დაშვებულ
საზღვრებშია, ანუ არ
აღემატება მშპ-ის 3%-ს,
მთავრობამ ის მეტად უნდა
შეამციროს. დეფიციტის
შემცირება ფასების და
ლარის კურსის
სტაბილურობას შეუწყობს
ხელს, ამასთან, ეროვნულ
ბანკს გამკაცრებული
მონეტარული პოლიტიკის
შემსუბუქებაში
დაეხმარება. გარდა ამისა,
მთავრობა ნაკლებ ახალ ვალს
აიღებს, რაც ვალის ტვირთს
კიდევ უფრო შეამცირებს და
ქვეყნის საკრედიტო
რეიტინგს გააუმჯობესებს.2025
წელს საქართველოს
მთავრობა 3.6 მლრდ ლარის ვალს
აიღებს, მაგრამ ამავე დროს
1.4 მლრდ ლარის ადრე აღებულ
ვალს დაფარავს. შედეგად,
მთავრობის ვალი 2.2 მლრდ
ლარით გაიზრდება. ახალი 3.6
მლრდ ლარის ვალიდან 1.6
საშინაო ვალზე მოდის, ხოლო 2
მლრდ - საგარეო ვალზე.2025 წლის
ბოლოსთვის მთავრობის ვალი
35.8 მლრდ ლარი იქნება, რაც
პროგნოზირებული მშპ-ის
36.8%-ია.ანგარიშის სრულად
სანახავად ეწვიეთ ბმულს.