თბილისი (GBC) - 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.67 მილიარდი დოლარია, რაც ლარის ეკვივალენტში 23.28 მილიარდს შეადგენს. საგარეო ვალი, მარტთან შედარებით, 45 მილიონი დოლარით არის შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით დგინდება, რომ წინა წელთან შედარებით სახელმწიფო ვალი  124 მილიონი დოლარით გაზრდა.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ყველაზე მეტად 109 მილიონი დოლარით გაზარდა ვალი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წინაშე, რომელიც არსებული მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ყველაზე მსხვილი დონორი საფინანსო ინსტიტუტია.

საქართველოს ეროვნულ ბანკის საგარეო ვალი კი $394 მილიონია.